იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფაბიო კანავარომ “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის თამაშზე ისაუბრა.
“ამ სეზონში მესის საქმე ძალიან კარგად არ მიდის, ის თავის საუკეთესო ფეხბურთს ვერ აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ არაადამიანურ რაღაცეებს აკეთებს, ის ადამიანად რჩება.
ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ყველა ფეხბურთელი გადის ასეთ პერიოდს. ლეოს პრობლემები “ბარსელონაზე” ახდენს გავლენას. ადრე მესის გუნდისთვის მატჩების ერთპიროვნულად მოგება შეეძლო, მაგრამ “იუვენტუსთან” დაპირისპირებაში ეს არ მოხდა.” – განაცხადა კანავარომ.
