ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რონალდ დე ბურმა ჟურნალისტებს “ელ კლასიკოსთან” დაკავშირებით მოლოდინი გაუზიარა.
“ესპანურ გრანდებში საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობენ. ბოლო წლებში ლა ლიგის გუნდები ევროპაში დომინირებენ, განსაკუთრებით “რეალი” და “ბარსელონა”, სადაც ნომერ პირველი მოთამაშეები, რონალდუ და მესი არიან.
“რეალი” და “ბარსელონა” კარგ ფორმაში არიან, თითოეულ მათგანს “ელ კლასიკოს” მოგების თანაბარი შანსი აქვს. “სამეფო კლუბი” მიმდინარე სეზონში სტაბილურად თამაშობს, თუმცა არა იდეალურად. მადრიდელებს ნებისმიერ შეტევაში შეუძლიათ გოლის გატანა.
“ბარსელონა” უფრო გუნდურად მოქმედებს.”-განაცხადა დე ბურმა.



