AS-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ფორვარდი, გარეთ ბეილი საერთო ჯგუფს შეუერთდა.
27 წლის უელსელმა, რომელმაც “სამეფო კლუბის” ბოლო 2 მატჩი გამოტოვა, შეზღუდვების გარეშე ივარჯიშა და არის შანსი, რომ ის 23 აპრილს გასამართ “ელ კლასიკოში” მონაწილეობას მიიღებს.
ამავდროულად, AS წერს, რომ “რეალის” სამედიცინო პერსონალი გარეთს “ელ კლასიკოში” მონაწილეობის რეკომენდაციას არ უწევს, რადგან ფეხბურთელმა ამით, შესაძლოა, ტრავმა გაიმწვავოს.
არსებული რისკის მიუხედავად, ბეილი “ბარსელონას” წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლას გეგმავს.