ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალა მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგიდან ამ ტურნირის მთავარი ფავორიტი გამოაგდო.
“ბარსელონას” წინააღმდეგ კარის ორ მატჩში მშრალად შენახვა ადვილი არაა. კატალონიელთა წინააღმდეგ თამაშით მთელი გუნდი ძალიან კმაყოფილები ვართ.
წილისყრის დროს, ყვლა გუნდი თანახმა იყო ნებისმიერ მეტოქეს შეხვედროდა, ოღონდ არა “ბარსელონას”. ახლა კი, ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტს ვეღარ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს.” – ციტირებს დიბალას სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.



