“იუვენტუსის” ფორვარდმა, გონსალო იგუაინმა ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალურ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. ტურინული კლუბისა და “ბარსელონას” პირველი დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 3:0.
“არ ვიცი, გვეყოფა თუ არა 3-ბურთიანი უპირატესობა. “კამპ ნოუზე” ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პირველ მატჩში. “ბარსელონამ” პსჟ-სთან შეხვედრაში დაამტკიცა, რომ საოცრების ჩადენა შეუძლია, ასე რომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. 1/2 ფინალში გასვლისთვის ყველაფერი გვაქვს.“-ციტირებს იგუაინის სიტყვებს “იუვენტუსის” ოფიციალური საიტი.
“ბარსელონასა” და “იუვენტუსის” მატჩი 19 აპრილს გაიმართება. როგორც იცით, ტურნირის წინა ეტაპზე, კატალონიურმა კლუბმა “კამპ ნოუზე” შესანიშნავი “ქამბექი” შეასრულა პსჟ-ს წინააღმდეგ (6:1).
