“ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდის, ანტუან გრიზმანისთვის ბრძოლაში ჩაერთო, იტყობინება Don Balon.
როგორც იცით, ლიონელ მესიმ პოზიციის შეცვლის სურვილი გამოთქვა, რის გამოც, “ლურჯ-ბროწეულისფრები” მაღალი დონის ფორვარდის გაფორმებას შეეცდებიან.
ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ “ატლეტიკოს” წამყვანი მოთამაშეა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
