“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩში, “იუვენტუსის” წინააღმდეგ, გუნდი დიდ რისკზე წავა.
“რა თქმა უნდა, თამაშის რაღაც მომენტში ჩვენ ქამბექთან ახლოს ვიქნებით. ძალიან ბევრს გავრისკავთ. შესაძლოა, “იუვენტუსთან” რვა თავდამსხმელით ვითამაშოთ – ჩვენთვის მაინც არაფერია დასაკარგი. გულშემატკივრებს მოთამაშეების უნდა სჯეროდეთ, რომლებმაც უკვე ყველაფერი მოიგეს. ჩვენ ჩემპიონების გუნდი ვართ. უბრალოდ “ბარსელონას” გულშემატკივრები მიეჩვივნენ სვიის ხიზილალას, მაგრამ ყოველთვის ვერ შეძლებ სასურველის მიღწევას.” – განაცხადა ენრიკემ.
