“ბარსელონას” ფორვარდმა, პაკო ალკასერმა განაცხადა, რომ კატალონიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. როგორც იცით პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “ბლაუგრანა” “იუვენტუსთან” 0:3 დამარცხდა.
“0:4 დეფიციტის აღმოფხვრა პსჟ-ს წინააღმდეგ უფრო რთული იყო, რადგან პარიზში უფრო დიდი სხვაობით დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, მაშინ მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძელით.
ვეცდებით “იუვენტუსთან” მატჩში (0:3) მორიგი “ქამბექი” შევასრულოთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ.”-განაცხადა პაკომ.
განმეორებითი მატჩი “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის 19 აპრილს, “კამპ ნოუზე” შედგება.
