მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალეგრი: “1/2 ფინალში გასვლა მარტივი არ იქნება”

ალეგრი: “1/2 ფინალში გასვლა მარტივი არ იქნება”

“იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. როგორც იცით, პირველი მატჩი “ბებერ ქალბატონსა” და “ბარსელონას” შორის, იტალიელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

“ბარსელონა” შეგვიტევს, რის გამოც საწყისი 30 წუთი მნიშვნელოვანი იქნება. მეტოქის კარი უნდა ავიღოთ, როგორც ეს “ნაპოლისთან” მატჩში გავაკეთეთ. ჩვენი მიზანი ორი გოლის გატანაა. საკუთარ თავში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რადგან 1/2 ფინალში გასვლა შეგვიძლია. ეს მარტივი არ იქნება.“

პაულო დიბალას დაზიანებაზე, რომელმაც “პესკარასთან” მატჩში მოედანი 54-ე წუთზე დატოვა, ალეგრიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ვფიქრობ, შეგვიძლია ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში