მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიდალი გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის

ვიდალი გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ალეიშ ვიდალმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, მას მარჯვენა ტერფი აქვს დისლოცირებული. შეგახსენებთ, რომ ინციდენტი “ალავესთან” გამართული მატჩის ბოლო წუთებში მოხდა, რომელიც 6:0 დასრულდა “ბარსელონას” სასარგებლოდ. დაზიანებამ განაპირა მცველი 5 თვით გამოთიშა ფეხბურთს.

ის გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლას განაგრძობს. ვიდალმა რამდენიმე კვირა სპორტულ დარბაზში გაატარა, პარასკევს კი “სიუტატ ესპორტივაზე”, ქვიშაზე ივარჯიშა.

ლუის ენრიკეს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ალეიშ ვიდალი თავს გუნდის ნაწილად გრძნობს, რის გამოც სპეციალსიტმა ესპანელი ტურინში წაიყვანა და “იუვენტუსთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ განაპირა მცველს თამაში არ შეეძლო.

ალეიში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაზიანდა. ის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდა, როცა ტერფის ტრავმა მიიღო. მან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა მაინც შეძლო – ესპანელმა “ლას პალმასისა” და “ატლეტიკის” კარში გოლი გაიტანა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • ChillO
    schedule 18 აპრ 2017, 11:35

    ციტატა: aleko97
    მაგარი მებრძოლი სული აქვს ამ მოთამაშეს რა ყველაფერს აკეთებს რომ.მალე გამოჯანმრთელდეს და მალე დაუბრუნდეს მოედანს კარგი მცველია და მომდევნო წელს ძირიდადში უნდა იყოს ეს და დაამტკიცება რომ საუკეთესოა და იმსახურებს რომ ეცვას ბარსას მაისური მოედანზე მიდი ვიდალ გენავე ძმა


    მართალი ხარ

  • aleko97
    schedule 15 აპრ 2017, 17:18

    მაგარი მებრძოლი სული აქვს ამ მოთამაშეს რა ყველაფერს აკეთებს რომ.მალე გამოჯანმრთელდეს და მალე დაუბრუნდეს მოედანს კარგი მცველია და მომდევნო წელს ძირიდადში უნდა იყოს ეს და დაამტკიცება რომ საუკეთესოა და იმსახურებს რომ ეცვას ბარსას მაისური მოედანზე მიდი ვიდალ გენავე ძმა

  • mesi_10
    schedule 15 აპრ 2017, 16:39

    კარგია! მთავარია მალე მოიშუშოს ტრამვა.

  • lado-barca
    schedule 15 აპრ 2017, 15:07

    უმაგრესი ხარ ალეიშ!!! იმედია მალე დაგვიბრუნდები!!!

  • theodore bagwell
    schedule 15 აპრ 2017, 13:16

    Luchoshi eg momwonxar yvelas ufrtxildeba

  • 123456789
    schedule 15 აპრ 2017, 12:30

    Vidali gvyavs Kay pegburtelia rad gvinda yle bellerini

  • M.M
    schedule 15 აპრ 2017, 12:13

    კაია ვიდალი

  • msd2004
    schedule 15 აპრ 2017, 11:39
    აუ როგორ მევასება ვიდალი!:)
  • maxo barsa
    schedule 15 აპრ 2017, 11:35

    Momavali sezonidan vixilavt vidals warmatebebiiii!!