“ბარსელონას” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ დანი ალვესს კატალონიურ კლუბში სიამოვნებით დააბრუნებდა.
“რა თქმა უნდა, დანი ალვესს “ბარსელონაში” დავაბრუნებდი. მან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ჩემთვის ბრაზილიელი მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია. “ბლაუგრანას” ის აკლია“.
ჩავიმ, რომელიც ამჟამად ყატარში ასპარეზობს, ალვესის თანაგუნდელის, პაულო დიბალას შესახებაც ისაუბრა.
“გონსალო იგუაინს ნებისმიერ მომენტში შეუძლია გოლის გატანა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი “იუვენტუსში”, არის პაულო დიბალა.
სამომავლოდ, ის “ბარსელონასთვის” კარგი ვარიანტი იქნება. კატალონიურ კლუბს პრაქტიკულად, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს, რის გამოც გუნდში მოხვედრა ძალიან რთულია.”
მარკო ვერატისთან დაკავშირებით ესპანელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ვერატი “ბარსელონასთვის” იდეალური ვარიანტია. რა თქმა უნდა, რაკიტიჩი შესანიშნავად ასრულებს თავის სამუშაოს. მან კატალონიურ კლუბში ადაპტაცია წარმატებით გაიარა.
ეჭვგარეშეა, რომ ვერატის “ბარსელონაში” თამაში შეუძლია. მე და იტალიელს უამრავი საერთო შესაძლებლობა გვაქვს.”
ხვალ, 22:45 საათზე “ბარსელონა” “სოსიედადს” უმასპინძლებს.

