“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ზაფხულში ხავიერ მასკერანოს ჩინეთში გაშვებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი არგენტინელის რეგრესით შეწუხებულია, რომელიც უკვე 33 წლისაა.
სწორედ ამიტომ, ზაფხულში ხელმძღვანელობა ფეხბურთელის რომელიმე ჩინურ კლუბში გაყიდვას შეეცდება. აზიელები სოლიდური თანხის გადახდისთვის მზად იქნებიან.
ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელს შორის, შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა ჩამოვარდეს ჩინეთში ტრანსფერთან დაკავშირებით – მასკერანომ არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატში სურს მონაწილეობის მიღება. ჩინეთში გადაბარგებამ შესაძლოა შეარყიოს მისი პოზიცია ეროვნულ გუნდში.
