“ატლეტიკის” თავკაცმა, ერნესტო ვალვერდემ, რომელიც “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტის ძირითად პრეტენდენტად ითვლება, კატალონიური კლუბის სათავეში თავისი პირველი ნაბიჯების დაგეგმვა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ 53 წლის სპეციალისტი “ლურჯ-ბროწეულისფრებთან” ხელშეკრულებას გააფორმებს, ის ხელმძღვანელობისგან ჟერემი მატიეს, ხავიერ მასკერანოსა და არდას გაყიდვას მოითხოვს.
სხვა დანარჩენ მოთამაშეებს (პაკო, გომეში, ვიდალი, დენისი) ვალვერდე თავის გამოჩენის შანსს მისცემს.
