“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა “იუვენტუსთან” გამართული მატჩი შეაფასა, სადაც კატალონიური გუნდი 0:3 დამარცხდა.
“მატჩი არასასურველი შედეგით დასრულდა. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
დაფიქსირებულ შედეგს ვერ შევცვლით, მაგრამ საკუთარ სტადიონზე, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მდგომარეობის გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ. უნდა გვჯეროდეს იმის, რომ საპასუხო შეხვედრაში გუნდი სირთულეებს დაძლევს.
ეს მატჩი პსჟ-სთან ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავდებოდა. 1:0-ს შემდეგ, შანსი გვქონდა, მაგრამ ტურინელებმა მეორე გოლი გაიტანეს.”-ამბობს ფერნანდესი.
