“იუვენტუსის” თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ (3:0) კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა კატალონიელთა კარში დუბლი გაიფორმა.
“ეს შესანიშნავი შედეგია. მეტოქის კარი ბევრჯერ ავიღეთ. “ბარსელონასაც” ჰქონდა შანსები, მაგრამ კარი მშრალად შევინახეთ. მთავარი გუნდზე დახმარებაა და არა გამუდმებით გოლის გატანაზე ფიქრი.
რა თქმა უნდა, იმ გრძნობას გამოვცდით, რომელიც თავის დროზე პსჟ-ს ფეხბურთელებმა გამოცადეს.
ვიცით როგორ თამაშობენ კატალონიელები და ყველაფერს გავაკეთებთ 1/2 ფინალში გასვლისთვის. განმეორებითი მატჩისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. “კამპ ნოუზე” გაგვიჭირდება, მაგრამ ახლა მსურს მომენტით დავტკბე.”-განაცხადა დიბალამ.
