მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუფონი: “ფრთხილად უნდა ვიყოთ”

ბუფონი: “ფრთხილად უნდა ვიყოთ”

“იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა “ბარსელონასთან” ჩატარებული შეხვედრა შეაფასა. იტალიელმა მეკარემ აღნიშნა, რომ გუნდი განმეორებით მატჩში ფრთხილად უნდა იყოს.

“კარში იმიტომ ვდგავარ, რომ ბურთი მოვიგერიო. დიდებული გუნდის ფეხბურთელი ვარ, რის გამოც ყოველთვის მიწევს კლასის დამტკიცება. ინიესტას დარტყმის მოგერიება ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერს რამდენიმე წამი წყვეტს.

საპასუხო მატჩი? მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ, რადგან საშინაო არენაზე დაფიქსირებული შედეგი შემთხვევითობა არ ყოფილა. “იუვენტუსს” არავინ აშინებს და გუნდი საკუთარი ფეხბურთის თამაშისთვის მზადაა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ვნახეთ, თუ რამდენად ძლიერია “ბარსელონა” საპასუხო მატჩებში.”-განაცხადა ბუფონმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში