მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Marca: ნეიმარი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

Marca: ნეიმარი “ელ კლასიკოს” გამოტოვებს

Marca იტყობინება, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელი, ნეიმარ და სილვა მსაჯის მიმართ ირონიული აპლოდისმენტების გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დისციპლინარული კომისია ნეიმარის დისკვალიფიცირების გადაწყვეტილებას 11 აპრილს, დილით გააჟღერებს. სავარაუდოდ, ამის შემდეგ “ბარსელონა” აპელაციას შეიტანს.

3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო ბრაზილიელი ფორვარდი გუნდს “სოსიედადის”, მადრიდის “რეალისა” და “ოსასუნას” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში