მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი: “ენრიკე წარმატებას იმსახურებს”

პუიოლი: “ენრიკე წარმატებას იმსახურებს”

“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა კატალონიურ კლუბში ლუის ენრიკეს მიერ გაწეული სამუშაო შეაფასა, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

“ენრიკემ “ბარსელონაში” შესანიშნავი 2 წელი გაატარა. გუნდმა 8 ტიტული მოიპოვა რაც უბრალოდ დაუჯერებელია. რთულია ჩემპიონი გუნდის ჩაბარება და შემდეგ, მასთან ერთად ტიტულების მოგება.

ჩემი აზრით, ენრიკემ “ბარსელონას” სტილი განავითარა. ახლა გუნდი სამი ტიტულისთვის იბრძვის და ვიმედოვნებ, რომ მოვლენები კარგად განვითარდება, რადგან ლუისი წარმატებას იმსახურებს.”-განაცხადა პუიოლმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში