მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“მალაგა” 2:0 “ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

“მალაგა” 2:0 “ბარსელონა”. საინტერესო ფაქტები

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურის მატჩში, “ბარსელონა” “მალაგასთან” დამარცხდა, ანგარიშით 0:2. გთავაზობთ “ლა როსალედაზე” გამართული შეხვედრის საინტერესო ფაქტებს.

– ლიონელ მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა მე-100 ერთობლივი შეხვედრა ჩაატარეს “ბარსელონას” შემადგენლობაში.

– ნეიმარმა პირველი წითელი ბარათი მიიღო პრიმერა დივიზიონში. ბრაზილიელმა ლა ლიგის ფარგლებში 179 მატჩი ჩაატარა.

– “ბარსელონა” “ლა როსალედაზე” 2003 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა.

– “ბარსელონა” ზედიზედ 9 მატჩის განმავლობაში ახერხებდა მეტოქის კარის აღებას. “მალაგასთან” მატჩში შედეგიანი სვლა შეწყდა.

– სამუელ უმტიტი ლა ლიგაში პირველად დამარცხდა. ფრანგის 18-მატჩიანი გამარჯვებათა სერია “ლა როსალედაზე” შეწყდა.

– ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსელონამ” 3 გოლი გაუშვა ყოფილი ფეხბურთელებისგან (მუნირი – 2, სანდრო – 1).

– კარლოს კამენიმ “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩატარებულ 7 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა და ამ მაჩვენებლით ის ლა ლიგის მოქმედ მეკარეებს შორის საუკეთესოა.

– “მალაგა” ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელსაც ლუის სუარესმა გოლი ვერ გაუტანა (4 მატჩი, 0 გოლი).

– “ბარსელონას” წინააღმდეგ განცდილი 6 მარცხის შემდეგ მიჩელმა კატალონიური კლუბი პირველად დაამარცხა.

ამჟამად, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში “ბარსელონა” 69 ქულით მე-2 ადგილზეა. ლიდერ მადრიდის “რეალს” კატალონიელები 3 ქულით ჩამორჩებიან. ამასთანავე, “სამეფო კლუბს” თადარიგში ერთი შეხვედრა აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში