მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალმა” ქულები დაკარგა

“რეალმა” ქულები დაკარგა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურის მატჩი “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის ანგარიშით, 1:1. “სამეფო კლუბმა” ქულები დაკარგა, რამაც გაზარდა “ბარსელონას” შანსი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

ამჟამად ლა ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში “რეალია” 72 ქულით. “ბარსელონა” მეორე ადგილს იკავებს 69 ქულით, მაგრამ ენრიკეს კოლექტივს თავისი მატჩი “მალაგას” წინააღმდეგ ჯერ არ ჩაუტარებია.

“რეალს” თადარიგში ერთი შეხვედრა აქვს “სელტას” წინააღმდეგ, რომელმაც “სამეფო კლუბი” სამეფო თასიდან გამოთიშა.

“მალაგასა” და “ბარსელონას” მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში