მადრიდული დერბის წინ, “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელსა და ლიონელ მესის შორის “Whatsapp”-ის მეშვეობით მიმოწერა შედგა.
Diariogol იტყობინება, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ფორვარდი და 46 წლის სპეციალისტი “რეალისა” და “ატლეტიკოს” ხვალინდელ დაპირისპირებას განიხილავდნენ.
“ბარსელონას” ლიდერი იმედოვნებს, რომ სიმეონე, თავის კოლექტივთან ერთად, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სამეფო კლუბს” ქულებს დააკარგვინებს.
8 აპრილს, “ბარსელონა” სტუმრად “მალაგას” დაუპირისპირდება. ამჟამად კატალონიური კლუბი სატურნირო ცხრილში 69 ქულით მე-2 ადგილზეა.
