“ბარსელონა” ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” მცველით, მარკინიოსით ინტერესდება, იტყობინება Don Balon.
წყაროს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერები” ხავიერ მასკერანოს შემცვლელს ეძებენ, რომელსაც ზაფხულში 33 წელი უსრულდება. 22 წლის ბრაზილიელს კი, რომლის კონტრაქტიც პარიზელებთან 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, კატალონიელები ამ როლისთვის ოპტიმალურ ვარიანტად განიხილავენ.
ამ სეზონში მარკინიოსმა პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
