“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ (0:3) ნეიმარი შეაქო.
“მე მივულოცე ნეიმარს ჩატარებული მატჩი და მას ჩემი აღფრთოვანება გავუზიარე.
ის მესის ღირსეული მემკვიდრეა და დიდი მიღწევების გზაზე დგას. ჩვენ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.” – განაცხადა სამპაოლიმ.
