ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში, “სევილიას” წინააღმდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა, ჟერარ პიკემ და ივან რაკიტიჩმა გაფრთხილება მიიღეს.
ყვითელ ბარათთა დაუშვებელი რაოდენობის გამო (5) ესპანელი და ხორვატი ერთ შეხვედრას გამოტოვებენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ პიკე და რაკიტიჩი 8 აპრილს “მალაგასთან” მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
