მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამპაოლი: “ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ”

სამპაოლი: “ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ”

“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა.

“ბარსელონას” წინააღმდეგ საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, მიუხედავად ბოლო შედეგებისა. ერთიანობა ყველაზე მეტად გვჭირდება, რაც წარუმატებელი სერიის შეწყვეტის შესაძლებლობას მოგვცემს.

თითოეული მატჩი ჩვენზე ემოციურ ზეგავლენას ახდენს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გამართლება. უარყოფითი ატმოსფერო ზიანს გვაყენებს. უფრო ხშირად მესმის კრიტიკა, ვიდრე საქებარი სიტყვები და მოთამაშეები ამას გრძნობენ.”-ამბობს სამპაოლი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში