მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “ბავშვობა სამშობლოსგან შორს გავატარე, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო”

მესი: “ბავშვობა სამშობლოსგან შორს გავატარე, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო”

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ წარმატებული კარიერისთვის დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია.

“იმისთვის, რომ გავმხდარიყავი მაღალი კლასის ფეხბურთელი, მსხვერპლის გაღება მომიწია, მაგრამ ჩემ მიერ გაღებული მსხვერპლი არ აღემატება ნებისმიერი მამაკაცისას, რომელიც ოჯახისთვის ჟირსეული პირობების შექმნას ცდილობს.

ბავშვობის წლები სამშობლოს, ოჯახისა და მეგობრებისგან შორს გავატარე, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. კრიტიკა არ მანაღვლებს, ყველამ იცის, რომ ახლა ფეხბურთელები მუდმივად, ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

მესმის არგენტინის გულშემატკივართა პოზიცია, რომლებიც ტიტულებს ითხოვენ, მაგრამ ჩვენ ეს მათზე ნაკლებად არ გვსურს.”-თქვა მესიმ Esquire-სთან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში