workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: “ვისურვებდი, რომ “ბარსელონამ” სიდიბე შეიძინოს”

აბიდალი: “ვისურვებდი, რომ “ბარსელონამ” სიდიბე შეიძინოს”

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ერიკ აბიდალმა “მონაკოს” მცველი, ჯიბრილ სიდიბე შეაქო. აბიდალი თვლის, რომ ეს ფეხბურთელი კატალონიური კლუბისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა.

“ვის ვიყიდდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე? მე ძალიან მომწონს სიდიბე. ვისურვებდი, რომ “ბარსელონამ” ის შეიძინოს. გუნდის თამაშისა და მისი საჭიროების გათვალისწინებით, კლუბს ვურჩევდი სიდიბეს ყიდვას სერხი რობერტოს დამხმარედ. თუმცა, მათ, რა თქმა უნდა, მთელი ხაზის გაძლიერება შეუძლიათ.” – განაცხადა აბიდალმა.

საფრანგეთის ჩემპიონატის 31 ტურის ჯამით, სიდიბემ 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გახდა 2 გოლისა და 4 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში