“ბარსელონას” თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა “გრანადასთან” გამარჯვების შემდეგ (4:1), სადაც ერთი გოლის გატანა მოახერხა, კომენტარი გააკეთა.
“მოხარული ვარ, რომ გუნდს დავეხმარე და ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ, სადაც მწვრთნელს დავჭირდები. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე თამაში გაგვიჭირდა, ჩვენ პროფესიონალური მატჩი ჩავატარეთ. ჩვენ ახალ გამარჯვებებს ველით.
რაფინიას ტრავმა? იმედია, ეს სერიოზული არ იქნება.
ნებისმიერი ფეხბურთელი მზად უნდა იყოს მოედანზე გასასვლელად და თავისი სამუშაოს შესასრულებლად.” – განაცხადა ალკასერმა.
