არგენტინელმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ ეროვნული გუნდის კაპიტანი, ლიონელ მესი დაიცვა, რომელიც მსაჯის შეურაცხყოფის გამო FIFA-მ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
“მსაჯის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეც ვამბობდი, ამას სხვა მოთამაშეებიც აკეთებდნენ, მაგრამ მათ მხოლოდ მესის დასჯა გადაწყვიტეს.”-განაცხადა დი მარიამ ESPN-სთან ინტერვიუში.
ლიონელ მესის გარეშე დარჩენილი არგენტინის ნაკრები ბოლივიასთან 0:2 დამარცხდა.