“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ლიონელ მესის 4 მატჩიან დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა.
“მე ვნახე მესი მის საუკეთესო ფორმაში. მივეცი შესაძლებლობა, რომ ნაკრების მატჩების შემდეგ არ ევარჯიშა, სადაც ის შეაჩერეს, მაგრამ მოვიდა.
არ მსურს იმაზე კამათი, თუ რამდენად სამართლიანია ფიფას გადაწყვეტილება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მესი – მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ყოველთვის ზეწოლის ქვეშ მოხვდება.” – განაცხადა ენრიკემ.
