ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“თანაბარ ბრძოლას ველი 180 წუთის განმავლობაში. ვფიქრობ შანსები 50/50-ზეა. ლუის ენრიკეს პრობლემა ცენტრალურ ზონაშია. მას შესანიშნავი შეტევა ჰყავს, მაგრამ გუნდმა ჩავი ვერ ჩაანაცვლა, ინიესტა კი ხშირად ზიანდება. “ბარსელონას” საკუთარი შემადგენლობა არ გაუძლიერებია.
ხარისხისა და კრეატიულობის მხრივ MSN-შესანიშნავია. სუარესი ის ფორვარდია, რომელსაც “ბარსელონა” დიდი ხანი ეძებდა, ნეიმარი საგრძნობლად განვითარდა, მესი კი კვლავ ისეთივე ფენომენია. ეს სამეული ნებისმიერ მეტოქეს შეაშინებს.
ეს იქნება მძიმე გამოცდა “იუვენტუსის” მცველებისთვის, მაგრამ ისინი ჩემპიონები არიან. მათ სიფრთხილე მართებთ. “ბებერმა ქალბატონმა” ბოლომდე უნდა იბრძოლოს, მათ იციან თუ რა დაემართა პსჟ-ს.”-ამბობს კაპელო.
