მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ასპილიკუეტა: “ბარსას” ინტერესი ნიშნავს იმას, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ”

ასპილიკუეტა: “ბარსას” ინტერესი ნიშნავს იმას, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ”

ლონდონის “ჩელსის” მცველმა, სესარ ასპილიკუეტამ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა.

“ახლა მხოლოდ “ჩელსიზე” ვფიქრობ. ვგრძნობ, რომ ამ გუნდში მაფასებენ. ლონდონში მე-5 სეზონს ვატარებ. ახლახანს კონტრაქტი გავახანგრძლივე. სასიამოვნოა, რომ ჩემით “ბარსელონა” ინტერესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ. გასულ სეზონში ასეთი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

ეს იმის შედეგია, რომ ინგლისის ჩემპიონატში ვლიდერობთ. გუნდი შესანიშნავ სეზონს ატარებს. “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ, პროგრესი და პიროვნული განვითარება ჩემი თვითმიზანი გახდა. ლონდონში ადაპტაცია გავიარე.

აქ ყველაფერი მომწონს და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ოჯახიც ყველაფრით კმაყოფილია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ ვითამაშებ “ჩელსის” რიგებში.”-ციტირებს ასპილიკუეტას სიტყვებს The Guardian.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში