დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ნახევარმცველი ემრე მორი მადრიდის “რეალში” თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ასევე მიიჩნევს, რომ მას “ბარსელონაში” სათამაშოდ საჭირო დონის მიღწევაც კი შეუძლია.
“რეალში” თამაში მინდა. მსურს, ამ გუნდის ვარსკვლავი გავხდე. ჩემი ოცნები სწორედ მადრიდელთა რიგებში თამაშია.
თუმცა, საიმისო პოტენციალიც მაქვს, რომ “ბარსელონაში” ვითამაშო.” – ციტირებს 19 წლის თურქი ფეხბურთელის სიტყვებს AS.
