მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა: “ინფანტინოს დაველაპარაკები”

მარადონა: “ინფანტინოს დაველაპარაკები”

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი და ნაკლებად ლეგენდარული მწვრთნელი დიეგო მარადონა FIFA-ს მიერ ლიონელ მესისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მიცემას ეხმაურება.

“მესის სასჯელი გადამეტებულია. სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთში, ხელებით ლაპარაკი ჩვეულებრივი რამაა. რაც მესისა და გვერდით არბიტრს შორის მოხდა, შესამჩნევი იყო.

ბოლივიასთან გამართულ შეხვედრაში (რომელიც არგენტინამ 0:2 წააგო), მესის არყოფნა გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა. ეს იგივეა, პორტუგალიის ნაკრები რონალდუს გარეშე რომ დატოვო.

მაბრაზებს ის ჭორები, რომელთა თანახმადაც, მესის დისკვალიფიკაციაზე გავლენა მეც ვიქონიე. ღმერთია მოწმე, მე არაფერი ვიცოდი. მე ჩემი გამოძიება დავიწყე. ყველაფერი კი სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციაში დაიწყო.

ვაპირებ, FIFA-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს დაველაპარაკო, რადგან რაც მოხდა, საშინელებაა.

მესის არაერთხელ დავურეკე, რათა მესაუბრა, მაგრამ მან არ მიპასუხა. ლეო შესანიშნავი ადამიანია, რომელიც არაფერზე წუწუნებს, არამედ ვარჯიშობს.” – ციტირებს მარადონას სიტყვებს Goal.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში