ესპანეთისა და საფრანგეთის ეროვნულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში, სადაც გამარჯვება “ფურია როხამ” მოიპოვა (2:0), არბიტრებმა ვიდეოგამეორების ტექნოლოგია გამოიყენეს, რაზეც ადრიენ რაბიომ ისაუბრა.
“რამდენიმე კვირის წინ, ვიდეოტექნოლოგია “პარი სენ-ჟერმენს” “ბარსელონასთან” მატჩში დაეხმარებოდა.”-ციტირებს რაბიოს Get French Football.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, “ბარსელონამ” საშინაო არენაზე პსჟ 6:1 დაამარცხა. 91-ე წუთზე ფრანგთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი დღემდე განიხილება.
