“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს”.
როგორც იცით, უკვე დღეს ციურიხში გადაწყდება “ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა. ამ ტიტულზე წარდგენილია “ბარსელონას”, კერძოდ “ლა მასიას” სამი აღზრდილი ფეხბურთელი: ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი და ლიონელ მესი. სხვათა შორის, ასეთი აღიარება არცერთი გუნდის აკადემიას არ ჰქონია ფეხბურთს ისტორიაში.
ახლა ყურადღების ცენტრში ანდრეს ინიესტა მოხვდა: “საუკეთესო სამეულში მოხვედრა დიდი მიღწევაა. დღეს, როცა გადავხედავ ჩემს წარსულს, ვხვდები, რამხელა შრომაა გაწეული. მე ვიხსენებ წინა წლის საუკეთესო მოვლენებს. ეს რომ არ მომხდარიყო, ახლა სამეულში არ ვიქნებოდი.”
სწორედ ანდრეს ინიესტას ზუსტი დარტყმის შედეგად გახდა ესპანეთის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი.
“როდესაც გავიგეთ კანდიდატების ვინაობა და აღმოვჩნდით ჩვენ სამნი, ყველა თანაკლუბელი გვილოცავდა ამ წარმატებას. ჩვენ კი ერთანეთს მივულოცეთ.”
“არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს. მთავარი ისაა, რომ ყოველ მატჩში ბოლომდე ვიხარჯებით. ჩვენ ვიაზრებთ იმას, რომ ფეხბურთს მილიონობით ადამიანისთვის ვთამაშობთ და ვთამაშობთ იმიტომ, რომ მათ სიხარული მოვგვაროთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი ამაყობდნენ ჩვენი გუნდით.”



