workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელი, რომელმაც ეპოქა შექმნა

ფეხბურთელი, რომელმაც ეპოქა შექმნა

წარმოგიდგენიათ როგორი საამაყოა ატარო ისეთი ფეხბურთელის სახელი, რომელსაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული?

ამბობენ, რომ ”ბარსელონა” მომავლის ფეხბურთს თამაშობს. ტოტალური ფლობა მოედნის ცენტრის, მუდმივი ზეწოლა მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან, ერთი გადაცემა და… იწყება გოლის აღნიშვნა. სპეციალისტების აზრით ასეთი იქნება მომავალი საუკუნის ფეხბურთი. მათი აზრი რომ გამართლდეს საჭიროა წიგნაკით ხელში ვუყუროთ კატალონიელების თამაშს და ჩავიწეროთ ყოველი მოქმედება.

ცენტრალური მცველი პასს აძლევს მოედნის ცენტრში დისპეჩერს, ის კი გადაცემას ფლანგზე აკეთებს, ამის შემდეგ ძალიან სწრაფი მოკლე პასები და ბურთი ისევ დისპეჩერთან მიდის. ასე გრძელდება მანამდე, სანამ მოწინააღმდეგის დაცვაში ზონა გამოჩნდება, მაშინ კი ზუსტი გადაცემა და ახალგაზრდა, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელი მოწინააღმდეგეს იოლად ჩამოიცილებს და ბურთი ბადეში გაეხვევა. ამ სიტუაციაში მთავარი ფიგურა მომენტის დამამთავრებელი ფეხბურთელი არ არის, მთავარი არის ის, რომელიც მოედნის ცენტრში დგას და შესანიშნავ გადაცემებს აკეთებს. ის სხვების წარმატებას დიდი სიახარულით უყურებს და თავად ჩრდილში რჩება…

”ატლეტიკთან” გამართული სათასო შეხვედრა ჩავისთვის 550-ე გამოდგა. ეს მიღწევა ეპოქალურია და კიდევ უფრო საინტერესო არის ის, რომ ჩავი 31 წლისაა.

დიახ, ჩავი არ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ოქროს გოლის გამტანი, როგორც ინიესტა და მოწინააღმდეგის კარიც 50-ჯერ არ დაულაშქრავს, როგორც ეს მესიმ გააკეთა. მას გოლის გატანა საერთოდ არ უყვარს. მას სხვაგვარი სამუშაო ხიბლავს, ის ხომ დაბადებული მხატვარია, რომელიც ხატავს ვირტუოზულ და შესანიშნავ გადაცემებს ტანის მარტივი მოძრაობით. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია შეკითხვა ”ვის მივცე პასი” და არა ”როგორ გავიტანო ეფექტური გოლი”. ის მხოლოდ გადაცემებს არ აკეთებს, ის განსაზღვრვას თამაშის სურათს, სისწრაფეს და ფეხბურთის ტემპს. უბრალოდ არ ჟღერს ესპანეთში ფრაზა ”ახლანდელი ესპანეთის ნაკრები და ახლანდელი ”ბარსელონა” ხავის სუნთქვით მოქმედებს”.

კლასიკური გამთამაშებლისგან განსხვავებით მას შეუძლია პროდუქტიულად დაცვითი ფუნქციების შესრულება. არ არსებობს ალბათობა ცენტრში ბურთის უაზრო დაკარგვის. ჩავი უნივერსალურია, ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში თუნდაც ფლანგზე, თუნდა ჩამშლელის პოზიციაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩავიმ ყველაფერი კარგი აიღო ზიდანისგან და გვარდიოლასგან. თვით გვარდიოლამ შარშან განაცხადა, რომ ჩავი ”ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია.

ჩავიმ გვარდიოლას პრაქტიკულად ყველაფერში აჯობა. სათამაშო კუთხით ერნანდესმა გვარდიოლა დიდი ხანია დაჩრდილა, რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, აქაც პეპის რეკორდებს ჩავი ამსხვრევს. ჩავიმ მოიგო მეტი ტიტულები, ითამაშა მეტი მატჩი. თუკი ის პრიმერა დივიზიონს კიდევ 2-ჯერ მოიგებს საუკეთესო იქნება ყველაფერში.

ჩავის პირადი წარმატებები ყოველთვის გვერდზე იწევდა. ”გუნდში ყველაფერი კარგად იყოს და ყველაფერი დანარჩენი თავისით დალაგდება” – ასეთია ჩავის მოსაზრება. ალბათ ყველა დარწმუნებულები ვართ, რომ ”ატლეტიკთან” მატჩში ჩავის 550-ე მატჩზე მეტად სამეფო თასის 1/4 ფინალში გასვლა რომ გაუხარდა. თუკი ამ წელს ჩავი ”ოქროს ბურთს” მიიღებს კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც შეიძლება დაიმსახუროს. ამჟამინდელ ”ბარსელონას” ხომ საუკეთესოდ მიიჩნევენ კლუბის ისტორიაში. რატომ არ შეიძლება მისი ლიდერი ასეთი წოდებით დავაჯილდოვოთ?

ფეხბურთელი, რომელმაც ეპოქა შექმნა

ამბობენ, რომ ”ბარსელონა” მომავლის ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთს, რომელიც მომავალ საუკუნეს დაიპყრობს. მაშინ ჩავი არის ფეხბურთელი, მაესტრო, რომელმაც თავის დროს გაუსწრო, რომლის ადგილი იქ, შორეულ, ნათელ მომავალშია. შესაძლოა მისი აღიარება იქ მოხდეს. ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ხელოვნებით, ემოციებით და მღელვარებითაა სავსე. ჩავი მისი ერთ-ერთი მთავარი გმირია. მან ჩამოაყალიბა თავისი სტილი, რომელსაც კლუბი და ნაკრებიც მოერგო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში