მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მზადაა კოუტინიო რაკიტიჩში გაცვალოს

“ბარსელონა” მზადაა კოუტინიო რაკიტიჩში გაცვალოს

თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ, “ბარსელონა” მზადაა, “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპ კოუტინიოს სანაცვლოდ, ხორვატ შუახაზელს, ივან რაკიტიჩს შეელიოს.

რაკიტიჩმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა. თუმცა, Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელები 29 წლის ფეხბურთელის სხვა გუნდში, კერძოდ კი “ლივერპულში” გაშვებას არ გამორიცხავენ.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსელონა” “ლივერპულს”, ფილიპ კოუტინიოს სანაცვლოდ, ივან რაკიტიჩსა და თანხის დამატებას შესთავაზებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში