“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში “ბარსელონასთან” 6:1 განადგურებას იხსენებს.
“იმედგაცრუებულები ვიყავით. ისე რომ გვეთამაშა, როგორც პირველ მატჩში, შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. თუმცა, ყველაფერი “ბარსელონას” სასარგებლოდ მოხდა. კატალონიურ კლუბს მსაჯიც ძალიან დაეხმარა”.
“ბარსელონამ” ლიგის 1/8-ფინალის ორრაუნდიან დაპირისპირებაში პსჟ 6:5 დაამარცხა.