ლონდონის “არსენალმა” “ბარსელონას”, არდა თურანის ტრანსფერზე შეთავაზება არ გაუკეთა. ამის შესახებ 30 წლის თურქი ფეხბურთელის აგენტმა, აჰმეთ ბულუთმა განაცხადა.
“ჩვენ არანაირი წინადადება მიგვიღია, ამიტომაც ახლა ამაზე ლარაპაკი არ ღირს. მე “არსენალთან” კონტაქტზე არ გავსულვარ. როგორც ადრე განვაცხადე, ჩემი კლიენტი “ბარსელონაში” ბედნიერია და კონტრაქტის თანახმად კიდევ 3 წელი აქვს.” – ციტირებს აგენტის სიტყვებს ESPN.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მეთოფეები” მზად იყვნენ თურანის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი გადაეხადათ.
