“ბარსელონას” ხელმძღვანელობა მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას დაბრუნებას გამორიცხავს. ამის შესახებ კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ისაუბრა.
“ტიაგო ძალიან საინტერესო ფეხბურთეია, მაგრამ “ბარსელონასთვის” ალკანტარას დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.“-ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Cadena Ser.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, არც ალკანტარა გეგმავს გერმანული გრანდის დატოვებას. პირიქით, მას მიუნხენელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რომელიც 2019 წელს იწურება.
