“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის კანდიდატურების საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.
“უნსუე ის ადამიანია, რომელიც ძალიან კარგად იცნობს კლუბს, სისტემისა და მოთამაშეების ჩათვლით, ასე რომ ის მზადაა.
ვალვერდეს რამდენიმე კარგი სეზონი ჰქონდა, არამარტო “ატლეტიკში”. ეს სიცრუეა, რომ ალეგრი “ბარსელონაში” გადადის.
მე არ მისაუბირა ფეხბურთელებთან ახალ მწვრთნელზე. ხალხი ბევრ ისეთ რამეს ამბობს, რაც სიმართლე არაა. ახალი მწვრთნელის შესახებ ფეხბურთელებთან კონსულტაციას არ გავმართავ.” – განაცხადა ფერნანდესმა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” ალეგრის სამწლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით წელიწადში 8,5 მილიონი ევრო შეთავაზა.
