“იუვენტუსის” ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების მოლოდინები გაგვიზიარა.
“არანაირი განსაკუთრებული ემოციები იმასთან დაკავშირებით, რომ “ბარსელონა” შეგვხვდა, არ განგვიცდია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს, ასე რომ არაფერი დაგვრჩენია, გარდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის დამარცხებისა. რა თქმა უნდა, “ბარსელონა” ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ამ წელს გამარჯვება მიზნად დავისახეთ.
ჩვენ პატივს ვცემთ “ბარსელონას”, მაგრამ ვნახავთ გზას, თუ როგორ შევუქმნათ კატალონიელებს პრობლემები და დავამარცხოთ ისინი. ვფიქრობ, მათ ასევე სურდათ მეტოქედ ვინმე სხვა.” – განაცხადა პიანიჩმა.
“იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი 11 აპრილს, იტალიაში შედგება, საპასუხო მატჩი კი – 19 აპრილს.
