“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა ისაუბრა, აგრძელებენ თუ არა გუნდის ფეხბურთელები პსჟ-სთან მატჩის (6:1) განხილვას.
“დიახ, ჩვენ დღემდე ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გადაგვხდა თავს. ეს მშვენიერი, ისტორიული საღამო იყო. წინ გასვლისთვის, “ბარსელონას” სასწაული ჭირდებოდა და საფეხბურთო ღმერთმა ის გვაჩუქა. გამარჯვება გასახდელში უხეშად აღვნიშნეთ, ემოციებს გადავაჭარბეთ.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Marca.
