მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “ქომაგები, რომლებიც მოთამაშეებს უსტვენენ სახლში უნდა დარჩნენ”

პიკე: “ქომაგები, რომლებიც მოთამაშეებს უსტვენენ სახლში უნდა დარჩნენ”

ჟერარ პიკემ “ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, სადაც მისმა გუნდმა დამაჯერებლად მოიგო (4:2).

“არ ვეთანხმები გულშემატკივრებს, რომლებიც მოთამაშეებს უსტვენენ. ვფიქრობ, ისინი სახლში უნდა დარჩნენ. ეს ცუდი საქციელია. მსგავსი დამოკიდებულება ვერაფერს გამოასწორებს.

არის მომენტები, როცა სტადიონზე თავმოყრილი ხალხი გუნდს უსტვენს, რადგან კოლექტივი ცუდად თამაშობს.

მაგრამ, როცა ფეხბურთელს მოედანზე გამოსვლამდე უსტვენ, ის თავდაჯერებულობას კარგავს. მსგავსი საქციელები ძალიან მაღიზიანებს. სამომავლოდ, უმჯობესი იქნება თუ ასეთი ქომაგები სახლში დარჩებიან.

“დეპორტივოსთან” მარცხის შემდეგ საკუთარ თავს ქულების დაკარგვის უფლებას ვერ მივცემთ. აპრილი მხიარული იქნება, ჩვენ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.”-ამბობს პიკე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში