“ბარსელონა” ფილიპე კოუტინიოს მიმართ სერიოზულ ინტერესს გამოთქვამს. როგორც ჩანს, კატალონიური კლუბის მუდმივი ანტაგონისტი, მადრიდის “რეალი” ბრაზილიელისთვის ბრძოლაში ერთვება.
Don Balon-ის ინფორმაციით, კოუტინიო “სამეფო კლუბის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ბრაზილიელის გაფორმებით, “რეალი” ნახევარდაცვის გაძლიერებასთან ერთად კონკურენტის “დამარცხებასაც” ისახავს მიზნად.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლა სურს.
