ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, რაულ გონსალესმა მადრიდის “რეალის” ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს თამაშის ანალიზისას თქვა, რომ პორტუგალიელისა და ლიონელ მესის შედარება კორექტულად არ მიაჩნია.
“რონალდუსა და მესის შედარება კორექტულად არ მიმაჩნია, რადგან ფეხბურთი გუნდური სპორტია. ის რომ კრიშტიანუს ყოველწლიურად 50 გოლზე მეტი გააქვს, მისდამი პატივისცემის გრძნობას მიღვივებს.”-ამბობს რაული.
მიმდინარე სეზონში ლეო მესი ჩემპიონთა ლიგისა და პრიმერა დივიზიონის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
