“ვალენსიას” გოლკიპერმა, დიეგო ალვესმა “ბარსელონას” ფეხბურთელებზე ისაუბრა.
“მესი ყოველთვის არის ის ფეხბურთელი, რომელიც თამაშს აბალანსებს, ის კლუბის თილისმაა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი დიდი ფრონტის ხაზს ქმნის. მესი, ნეიმარი და სუარესი ყველაზე დიდი მტაცებლები არიან, რომლებსაც ვიცნობ.
მე ვიცნობ ნეიმარს, ის ჩემი მეგობარია. მისი თამაშის გზა მომწონს, რადგან ის ყოველთვის დრიბლინგზეა დაფუძნებული.
ტერ შტეგენი ხარისხიანი გოლკიპერია, რომელსაც თამაში უყვარს და გუნდი ასევე ეხმარება მას თამაშში.” – განაცხადა ბრაზილიელმა გოლკიპერმა.
