ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ კატალონიის “ბარსელონას” სათავეში შესაძო მოსვლის თემაზე ისაუბრა.
“შევძლებდი თუ არა ლუის ენრიკეს შეცვლას? სამუშაოზე დაბრუნებას არ ვაპირებ. როცა მადრიდი დავტოვე ვთქვი, რომ “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” არასოდეს გავწვრთნი.”-ციტირებს 66 წლის სპეციალისტის სიტყვებს Barcastuff.
ახლო წარსულში დელ ბოსკემ განაცხადა, რომ არ სურს კატალონია ესპანეთს გამოეყოს.


