“რეალსა” და “ბარსელონას” შორის 24 აპრილს გასამართ “ელ კლასიკოზე” დასწრებას თუ აპირებთ, ჯიბის გვარიანად შეთხელება მოგიწევთ. ამ დასკვნამდე AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ მივდივართ.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართი მატჩის ბილეთების ოფიციალური გაყიდვა 20 მარტს დაიწყება, თუმცა, გადამყიდველებში, ბილეთები უკვე იყიდება. ყველაზე იაფიანი ბილეთი 640 დოლარიანია, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ფასი 20 ათას დოლარსაც კი აღწევს.
